„ჯერჯერობით „სინოვაკსა“ და „სინოფარმს“ინსტრუქციაში უწერიათ, რომ ორსულები არ იცრება, რადგან კლინიკური კვლევები ორსულებზე არ არის დამთავრებული. შესაბამისად, ვიდრე არ იქნება კლინიკური კვლევები, ვერ ჩაწერენ ინსტრუქციაში. „ფაიზერს“ ინსტრუქციაში ჩაწერილი აქვს, რომ ექიმთან ორსულის კონსულტაციის შედეგად შესაძლებელია ორსულების აცრა, ვინც მაღალი რისკის ორსულები არიან. ასე რომ, დღევანდელი სიტუაციით, „ფაიზერის“ შემთხვევაში შეიძლება ორსულების აცრა, „სინოვაკითა“ და „სინოფარმით“ კი ჯერჯერობით არა“, – განაცხადა იმნაძემ.
საქართველოში დღეს კორონავირუსის 3666 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 17 ადამიანი კი გარდაიცვალა. პაატა იმნაძის თქმით, ინფიცირების ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი „დელტა“ (ე.წ. ინდური) შტამით არის გამოწვეული. გარდა ამისა, როგორც იმნაძე ამბობს, მეორე კვირაა, საქართველოში ფიქსირდება „დელტა +“ შტამიც, რომელიც ადვილად გადამდები ვარიანტია.