დღეს, საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე წვიმს, რამაც მდინარეების ადიდება გამოიწვია. ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტში წყალმა საავტომობილო გზები და ხიდები წაიღო, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზების ბოძები, რის გამოც მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. გარესამყაროს მოსწყდა ათობით სოფელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წვიმა (ზოგან ძლიერი) 29 ივლისის დილამდე შენარჩუნდება, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. სააგენტოს განცხადებით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეების წყლის დონის მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.