weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას 4 წლით პატიმრობა მიესაჯა

23:08 სამშაბათი, 27 ივლისი 2021

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული და მიმალვაში მყოფი ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აკვეთა შეუფარდა. მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება ედებოდა.

ბადრი ესებუა დანაშაულს არ აღიარებს. ადვოკატ იოსებ ჯანაშიას განცხადებით, მოსამართლე ნატრული აკობიას განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ბიძინა ესებუა 2020 წლის 12 დეკემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ვინაიდან არსებობდა ვარაუდი, რომ ბიძინა ესებუას მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები, პოლიციის მიერ მის მიმართ ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება - ვიზუალური კონტროლი. ღონისძიების მიმდინარეობისას ბიძინა ესებუამ მიმალვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ ის დააკავა“. როგორც შსს-ში აცხადებდნენ, დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი ამოიღეს. საქმეზე გამოძიება საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბიძინა ესებუას ადვოკატი თავიდანვე აცხადებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავებით სამართალდამცავი ორგანოები ძებნილ ბადრი ესებუაზე ცდილობენ ზეწოლას.

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა, რაც 43 მძევლის გათავისუფლებითა და თავდამსხმელისთვის 500 000 აშშ დოლარის გადაცემით დასრულდა, 21 ოქტომბერს მოხდა. პოლიცია ამ დრომდე ეძებს 32 წლის ბადრი ესებუას და საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე, 329-ე და 236-ე მუხლებით იძიებს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

2020 წლის 23 დეკემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ბადრი ესებუას მიმალვაში სწორედ ბიძინა ესებუა დაეხმარა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]