Stopcov.ge-ის მონაცემების თანახმად, ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 7.75%-ია, ბოლო ორი კვირის მაჩვენებელი – 6.28%-ს შეადგენს, ბოლო კვირის კი – 6.92%-ს.
ინფიცირების 3141 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1648 შემთხვევა, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცემებია:
აჭარა – 438
იმერეთი – 270
კახეთი – 186
ქვემო ქართლი – 152
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 139
შიდა ქართლი – 132
მცხეთა-მთიანეთი – 70
გურია – 54
სამცხე-ჯავახეთი – 43
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 1509 ადამიანი, 20 კი გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 27 456 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 20 402 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
- 5256 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმეა 1018 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 212 პირი;
- 1798 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
საქართველოში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 410 830-ს. აქედან, 377 597 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 5751 კი გარდაიცვალა.