„ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადის ერთი ჯგუფი იმყოფება. ადგილობრივი მცხოვრებლები აქ არიან და ვენახის საწამლი აპარატებით გვეხმარებიან ხანძრის ჩაქრობაში. ცეცხლი ბუჩქნარს გაუჩნდა. მისი გავრცელების საშიშროება აღარ არის“, - უთხრა „რეგინფოს“ გიორგი გზირიშვილმა.
დაახლოებით ერთი საათის წინ ცეცხლი იყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტშიც. სოფელ მსხალგორში, „კაბალი ჰესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტყე იწვოდა. გამგებლის მოადგილემ „რეგინფოსთან“ საუბარში აღნიშნა, რომ დამწვარია დაახლოებით ნახევარი ჰექტარი ტყე. მისივე თქმით, ცეცხლი ლიკვიდირებულია, თუმცა ადგილზე სამორიგეოდ დარჩა სახანძრო-სამაშველო სამსახურის ერთი ბრიგადა, რომელიც ვითარებას დააკვირდება.