weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

გამყრელიძის თქმით, ბოლო 4 დღეში ვაქცინაციის საშუალო დღიური მაჩვენებელი 15 ათასი აცრაა

13:52 პარასკევი, 30 ივლისი 2021

„ბოლო ოთხი დღის განმავლობაში საშუალო დღიური აცრის მაჩვენებელი გვაქვს სადღაც 15 ათასამდე, რაც კარგია და სამჯერ მეტია ივნისის საშუალო მაჩვენებელზე, მაგრამ არ არის ის, რაც ჩვენ გვინდა. ჩვენ გვინდა, რომ აგვისტოს განმავლობაში გვქონდეს 20-25 ათასი აცრა საშუალოდ“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, მომდევნო სამი თვე კრიტიკულია ქვეყანაში ეპიდემიის დასრულებისთვის.

„ყველანი ერთად როგორმე უნდა შევეცადოთ, რომ სამი თვე – აგვისტო, სექტემბერი და ოქტომბერი – გვქონდეს აცრების მაქსიმალური მაჩვენებელი. საუკეთესო და იდეალური იქნება თუ ჩვენ, ყველა ერთად, მილიონ აცრას გავაკეთებთ თითო თვეში, ანუ სამ მილიონს სამ თვეში. სრულად შევაკავებთ და გადავლახავთ ამ პანდემიის ყველა მაჩვენებელს“, – თქვა გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი რაოდენობაა იმისთვის, რომ მასობრივი ვაქცინაცია ჩატარდეს. მისივე ინფორმაციით, ხვალ, 31 ივლისს, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინის 168 000 დოზა შემოვა.

30 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ სრულად (ორივე დოზით) ვაქცინირებულია 153 128 ადამიანი, რაც სამიზნე მოსახლეობის 9.05%-ს შეადგენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]