weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზარდიანთკარში 2008 წლის ომის დროს დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია იგეგმება

11:23 შაბათი, 31 ივლისი 2021
ქალი ომის შედეგად განადგურებულ სახლში / New York Times-ის ფოტო ქალი ომის შედეგად განადგურებულ სახლში / New York Times-ის ფოტო

გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ზარდიანთკარში 2008 წლის ომის დროს დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია იგეგმება. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა, თუმცა კონკრეტული თარიღები არ დაუსახელებია.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის 22-ე გასვლითი სხდომა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა. სხდომას მედიის წარმომადგენლები არ დასწრებიან, თეა ახვლედიანის კომენტარი კი პრესსამსახურმა გაავრცელა.

„ხაზგასასმელია, რომ დღევანდელ სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო ჩართულობით, საკითხის შეჯერების შედეგად, ჩვენ დავსახეთ სოფელ ზარდიაანთკარში დაზიანებული სახლების აღდგენის მიზნით, ქმედებათა კონკრეტული გეგმა. ვიმსჯელეთ, ამ გეგმის განხორციელების მექანიზმებზე. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განვითარება და შედეგი სამთავრობო კომისიის დღევანდელი სხდომისა. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული სხვა საჭიროებების ეტაპობრივი მოგვარების მიზნით“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

სოფელი ზარდიანთკარი, სადაც წარსულში, ეთნიკურად ოსები და ქართველები თანაცხოვრობდნენ, 2008 წლის ომის დროს, მოსახლეობის 90-95%-მა სოფელი დატოვა. საომარი მოქმედებების დროს, სოფელში სახლების ნაწილი დაიბომბა, ნაწილი კი დაიწვა. გარდა ამისა, ოკუპანტებმა მოსახლეობის სახლები სრულიად გაძარცვეს. ქართველმა სამართალდამცავებმა ზარდიანთკარზე კონტროლის აღდგენა 2012 წელს შეძლეს, რის შემდეგაც ოჯახების ნაწილმა დაბრუნება დაიწყო. ომიდან 13 წლის შემდეგაც სოფელში მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]