weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

თბილისში ავსტრალიის მოქალაქეს ეძებენ – ერთ-ერთი ვერსიით, ქალს თავს დაესხნენ

15:17 შაბათი, 31 ივლისი 2021
ფოტო შანაი ბრუკის Facebook-გვერდიდან ფოტო შანაი ბრუკის Facebook-გვერდიდან

თბილისში, მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე ავსტრალიის მოქალაქე ქალს, შანაი ბრუკს ეძებენ. მისი მეგობრები ვარაუდობენ, რომ მას გუშინ, დღის მეორე ნახევარში თავს დაესხნენ.

ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბარში დაკარგულის ერთ-ერთმა მეგობარმა თქვა, რომ შანაი ბრუკი საქართველოში ერთი წელზე მეტია ცხოვრობს და ინგლისურის მასწავლებლად მუშაობს.

„თბილისის მახლობლად ძალიან ხშირად დადიოდა სალაშქროდ. ასე რომ, მთაწმინდაზე სიარული მისთვის არ იყო უჩვეულო. გუშინ, დაახლოებით 15:30 საათზე დატოვა სახლი მთაწმინდის მიმართულებით, 16:00 საათზე აშშ-ში მეგობარს დაურეკა მოსაკითხად და საქართველოზე სასაუბროდ. დაახლოებით ნახევარ საათში მეგობართან ისევ შევიდა ზარი და მან გაიგო ყვირილი - „ძალიან გთხოვთ, გაწიეთ თქვენი ხელები“. სავარაუდოდ, ვიღაც დაესხა თავს და ავტომატურად დარეკა ბოლო ნომერზე. ამის შემდეგ მისგან არაფერი გაგვიგია“, – განაცხადა დაკარგული ქალის მეგობარმა.

შანაი ბრუკს მოხალისეები, პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ეძებენ. მათ შეუერთდა პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძეც, რომელიც ამბობს, რომ მომხდარის გამო, ავსტრალიის კონსული თურქეთიდან საქართველოში გამოემგზავრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]