weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

ვაქცინაციის პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს – ჯანდაცვის მინისტრი

15:46 შაბათი, 31 ივლისი 2021

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. მინისტრმა განცხადება სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გააკეთა, სადაც „ფაიზერით“ ვაქცინაციის მიზნით დამატებითი სივრცე მოეწყო.

„ვაქცინაციის პროცესი გეგმისამებრ მიმდინარეობს, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ მასიური ღონისძიებების ჩატარებას ვგეგმავდით ივლისის ბოლოს-აგვისტოს თვეში და სწორედ დათქმულ თარიღებში დავიწყეთ ვაქცინაციის პროცესი. კონკრეტულად ამ სივრცის მოწყობისთვის [სამედიცინო უნივერსიტეტში] დაგვჭირდა 48 საათზე ნაკლები. როგორც კი დავინახავთ, რომ პაციენტების მოთხოვნა არის მაღალი, დაემატება აცრის სივრცეები“, – განაცხადა ტიკარაძემ.

31 ივლისის მონაცემებით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 157 754 ადამიანი, რაც სამიზნე ზრდასრული მოსახლეობის 9.3%-ია. ვაქცინაციის ეროვნული გეგმა წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის (1 691 214 ადამიანი) აცრას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]