„ვაქცინაციის პროცესი გეგმისამებრ მიმდინარეობს, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ მასიური ღონისძიებების ჩატარებას ვგეგმავდით ივლისის ბოლოს-აგვისტოს თვეში და სწორედ დათქმულ თარიღებში დავიწყეთ ვაქცინაციის პროცესი. კონკრეტულად ამ სივრცის მოწყობისთვის [სამედიცინო უნივერსიტეტში] დაგვჭირდა 48 საათზე ნაკლები. როგორც კი დავინახავთ, რომ პაციენტების მოთხოვნა არის მაღალი, დაემატება აცრის სივრცეები“, – განაცხადა ტიკარაძემ.
31 ივლისის მონაცემებით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 157 754 ადამიანი, რაც სამიზნე ზრდასრული მოსახლეობის 9.3%-ია. ვაქცინაციის ეროვნული გეგმა წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის (1 691 214 ადამიანი) აცრას ითვალისწინებს.