ამ დროისთვის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ცხედარი ექსპერტიზაზე ჯერ არ არის გადასვენებული.
დღის განმავლობაში მედიასთან კომენტარებს აკეთებდნენ სამძებრო შანაი ბრუკის მეგობრები. ერთ-ერთი მათგანის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი თბილისის მახლობლად სალაშქროდ ხშირად დადიოდა.
„მთაწმინდაზე სიარული მისთვის არ იყო უჩვეულო. გუშინ, დაახლოებით 15:30 საათზე დატოვა სახლი მთაწმინდის მიმართულებით, 16:00 საათზე აშშ-ში მეგობარს დაურეკა მოსაკითხად და საქართველოზე სასაუბროდ. დაახლოებით ნახევარ საათში მეგობართან ისევ შევიდა ზარი და მან გაიგო ყვირილი - „ძალიან გთხოვთ, გაწიეთ თქვენი ხელები“. სავარაუდოდ, ვიღაც დაესხა თავს და ავტომატურად დარეკა ბოლო ნომერზე. ამის შემდეგ მისგან არაფერი გაგვიგია“, – განაცხადა დაკარგული ქალის მეგობარმა.
შანაი ბრუკი საქართველოში ერთი წელზე მეტი ცხოვრობდა და ინგლისურის მასწავლებლად მუშაობდა.