weather cur horoscope tv
სექტემბერი 19, 2021

კორონავირუსის გამო აჭარაში „შუამთობა“ აღარ გაიმართება

22:39 შაბათი, 31 ივლისი 2021 hits 243

მთიან აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტ ბეშუმში ტრადიციული სახალხო ზეიმი – „შუამთობა“ აღარ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გაავრცელა.

„ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, „შუამთობის“ ღონისძიება არ გაიმართება!“, – წერია თორნიკე რიჟვაძის ოფიციალურ Facebook გვერდზე.

„შუამთობა“ ტრადიციული დღესასწაულია, რომელიც ყოველწლიურად, აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას იმართება. ამ დღეს მთაში მყოფ მოიალაღეებს ნათესავები სტუმრობენ, იმართება კონცერტი და სხვადასხვა სპორტულ-გასართობი ღონისძიებები. „შუამთობის“ ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება ახალდაქორწინებულთა დაწინდვა-დალოცვის ცერემონიაა.

პანდემიის გამო „შუამთობა“ გასულ წელსაც არ გაიმართა.

ბოლო კვირებია, საქართველოში ეპიდემიური მდგომარეობა უარესდება. დღეს კორონავირუსის 3196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 27 ადამიანი კი გარდაიცვალა. ინფიცირების ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისში, აჭარაში, იმერეთსა და კახეთში ფიქსირდება. დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 31 295 მიმდინარე შემთხვევაა, საიდანაც 5651 ინფიცირებული საავადმყოფოში გადის მკურნალობას. 1109 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, 31 ივლისის მონაცემებით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 157 754 ადამიანი, რაც სამიზნე ზრდასრული მოსახლეობის 9.3%-ია. ვაქცინაციის ეროვნული გეგმა წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის (1 691 214 ადამიანი) აცრას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]