weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კითხვის დასმის გამო მეუფე სტეფანემ ქალს ტაძარი დაატოვებინა

21:05 კვირა, 01 აგვისტო 2021

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ქალს, რომელიც მისთვის კითხვის დასმას ცდილობდა, ტაძარი დაატოვებინა. ინციდენტი დღეს, მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში მოხდა.

„არა გაქვთ შეკითხვა. თქვენი სათქმელი ქუჩაში, თქვენ ქუჩაში. გაიყვანეთ. ტაძარში ქალის ლაპარაკი დაუშვებელია. გაიყვანეთ და არ შემოუშვათ“, – განაცხადა მეუფე სტეფანემ, რის შემდეგაც სტიქაროსანმა და მღვდელმა ქალი ტაძრიდან გაიყვანეს.

სოფელ სალხინოს წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლა-პანსიონის სატრაპეზოს ყოფილი თანამშრომელის, მაია ცაავას თქმით, ის სამსახურიდან იმის გამო გაათავისუფლეს, რომ ხელფასის მომატებას ითხოვდა და ამაზე მედიასთან ისაუბრა. მისივე თქმით, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება გუშინ ჩააბარეს, თუმცა დოკუმენტი 19 ივნისით თარიღდება.

„გასაჩივრების ვადაც უკვე გასულია. მეუფისთვის მინდოდა მეკითხა, რატომ გამაგდო სამსახურიდან. არაფერი დამიშავებია. მზარეული ვარ. თუ სკოლაში რაიმე გავაფუჭე, ან ვაგვიანებდი, მითხრას. ის მეუფე კი არა მოძალადეა, გამომაგდო ტაძრიდან“, – განაცხადა მაია ცაავამ.

„რეგინფო“ სკოლა-პანსიონის სატრაპეზოს თანამშრომელთა ნაწილის გაფიცვის შესახებ პირველ ივნისს წერდა. გაფიცულები ითხოვდნენ ხელფასის იმ ოდენობით ჩარიცხვას, რაც ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად მეუფე სტეფანეს დანიშვნამდე ჰქონდათ. მაია ცაავას თქმით, პროტესტის გამო მეუფე სტეფანესთვის ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]