weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სირიაში სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე პანკისელი დაიღუპა

15:38 სამშაბათი, 29 აგვისტო 2017

სირიაში, დაბომბვის შედეგად სავარაუდოდ, საქართველოს კიდევ რამდენიმე მოქალაქე დაიღუპა. პანკისის სათემო რადიო WAY-ს ინფორმაციით, ხეობაში ვრცელდება ცნობები პანკისიდან სირიაში წასული კიდევ სამი გოგონას, ერთ-ერთი გოგონას ქმრის და ოთხი ბავშვის გარდაცვალების შესახებ. ამ დროისთვის იმ პირთა ოჯახებში, ვისი გარდაცვალების თაობაზეც ინფორმაცია ვრცელდება, სამძიმარს ჯერ არ იღებენ.

გუშინ, პანკისის სათემო რადიომ გაავრცელა ინფორმაცია სირიაში სოფელ ომალოს მკვიდრის 31 წლის ლევან ტოხოსაშვილის, მისი მეუღლის 26 წლის ლეილა გაურგაშვილის და მათი შვილების გარდაცვალების შესახებ. სოფელ ომალოში ტოხოსაშვილების ოჯახში სამძიმარს ახლაც იღებენ.

გარდაცვლილთა ახლობლებმა პანკისის სათემო რადიო WAY–ს უთხრეს, რომ სირიიდან მიღებული ინფორმაციით, ტოხოსაშვილების ოჯახი დაბომბვაში მოჰყვა.

ლევან ტოხოსაშვილი ოჯახის წევრებთან ერთად საქართველოდან დაახლოებით 2 წლის წინ წავიდა. სირიაში ის თურქეთიდან გადავიდა.

დადასტურებული მონაცემებით, სირიაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 26 პანკისელი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]