weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოს აზერბაიჯანელები ავთენტური გვარების აღსადგენად 25 000 ხელმოწერას შეაგროვებენ

13:24 ორშაბათი, 02 აგვისტო 2021

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დღეს მხარი დაუჭირა საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების მიერ შექმნილი საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხს.

საინიციატივო ჯგუფი აპირებს არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ხელმოწერის მოგროვებას და პარლამენტში კანონპროექტის წარდგენას აზერბაიჯანული წარმოშობის მოქალაქეებისთვის საკუთარი თავდაპირველი, ავთენტური გვარების აღდგენისა და არაავთენტური სუფიქსების (ოვ, ევ და ა.შ.) ჩამოშორების შესახებ.

„ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც დგას ეთნიკური უმცირესობების წინაშე, დაკავშირებულია, მათ შორის, რუსული ოკუპაციის საკითხთან.

ჩვენ ვამბობთ, რომ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის 20%-ია ოკუპირებული, არამედ ჩვენი გვარების 20%-იც არის ოკუპირებული.

რუსეთის იმპერიამ ელიტასთან დაახლოებულ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს მისცა გვარები, შემდეგ, საბჭოთა კავშირის პერიოდში ამან უკვე მასობრივი ხასიათი მიიღო და დღეს შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობის 99%-ის გვარების დაბოლოება არის რუსული. ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ეს დაბოლოებები ამოვიღოთ და დავუბრუნდეთ ავთენტურ გვარებს, რუსული გავლენისგან თავისუფალ გვარებს, რომელიც ჩვენი ეთნიკური კუთვნილებისთის უფრო ღირსეული და მისთვის დამახასიათებელი იქნებოდა“, – განაცხადა კომიტეტის სხდომაზე ქამრან მამედოვმა.

მისივე თქმით, კანონპროექტის მიხედვით, პირს, რომელსაც აქვს სურვილი გვარში ცვლილება მოახდინოს, ამის შესაძლებლობა ექნება: „მაგალითად, მე ვარ მამედოვი და არ მინდა ვიყო მამედოვი. მინდა ვიყო მამედლი, რომელიც ავთენტური გვარია ჩემი თემისთვის. ახლა ამის შესაძლებლობას კანონი არ გვაძლევს“.

ქამრან მამედოვის თქმით, კანონპროექტი არ გულისხმობს გვარში ცვლილების შეტანის სავალდებულოობას ან ამ უფლების მინიჭებას მხოლოდ ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეებისთვის.

„ეს არის ზოგადი, უნივერსალური ჩანაწერი, რომელიც შეიძლება ნებისმიერმა მოქალაქემ – მათ შორის იეზიდებმა, ქურთებმა, ეთნიკურად ქართველებმა – გამოიყენოს“, – აღნიშნა ქამრან მამედოვმა.

საინიციატივო ჯგუფში ქამრან მამედოვის გარდა არიან: ბანიამინ კასიმოვი, აითაჯ ხალილოვა, ფარიდ ასკეროვი და რაბილ ისმაილოვი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]