„ამ ადამიანმა, ბატონმა ნიკამ ფურცლიდან წაიკითხა. მე როგორ უნდა დავადასტურო? მე არ მინახავს. ალბათ, შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან და გამოიძიებენ, თუ გამოსაძიებელი იქნება. არანაირი შეგრძნება არ მაქვს, რომ მისმენენ“, – განაცხადა გომელაურმა.
„მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გუშინ, პირველ აგვისტოს, გადაცემაში „მთავარი აქცენტები“ გაასაჯაროვა მასალები, რომლებიც, მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დოკუმენტებია და პოლიტიკოსების, მაღალი საჯარო თანამდებობის პირების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესმენების, სასულიერო პირების და ჟურნალისტების ფარულ მოსმენებსა და თვალთვალს ასახავს. ძირითადად საუბარია პირადი ცხოვრების დეტალებზე.
ვახტანგ გომელაური შინგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე 2019 წლის სექტემბერში მეორედ დაინიშნა, მანამდე – 2015-2019 წლებში – ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო.