weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

არ მაქვს შეგრძნება რომ მისმენენ – გომელაური

15:54 ორშაბათი, 02 აგვისტო 2021

„ამ განცხადებაზე დეტალებში ჩასვლა ჩემი მხრიდან ზედმეტია. კარგი იქნება, რომ მომისმინონ, იქ კარგ რაღაცებს ვლაპარაკობ“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინსიტრმა, ვახტანგ გომელაურმა „მთავარი არხის“ დირექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკანონოდ უსმენს და უთვალთვალებს როგორც მაღალჩინოსნებს, ისე ჟურნალისტებსა და ბიზნესმენებს.

„ამ ადამიანმა, ბატონმა ნიკამ ფურცლიდან წაიკითხა. მე როგორ უნდა დავადასტურო? მე არ მინახავს. ალბათ, შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან და გამოიძიებენ, თუ გამოსაძიებელი იქნება. არანაირი შეგრძნება არ მაქვს, რომ მისმენენ“, – განაცხადა გომელაურმა.

„მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გუშინ, პირველ აგვისტოს, გადაცემაში „მთავარი აქცენტები“ გაასაჯაროვა მასალები, რომლებიც, მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დოკუმენტებია და პოლიტიკოსების, მაღალი საჯარო თანამდებობის პირების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესმენების, სასულიერო პირების და ჟურნალისტების ფარულ მოსმენებსა და თვალთვალს ასახავს. ძირითადად საუბარია პირადი ცხოვრების დეტალებზე.

ვახტანგ გომელაური შინგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე 2019 წლის სექტემბერში მეორედ დაინიშნა, მანამდე – 2015-2019 წლებში – ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]