weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

IRI-ის კვლევა: „ოცნება“ – 26%, ენმ – 14%, გახარიას პარტია – 9%, „ევროპული საქართველო“ – 1%

21:55 ორშაბათი, 02 აგვისტო 2021

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) უახლესი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 75% ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს.

შეკითხვაზე, 2021 წლის ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნები რომ მომდევნო კვირას ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, გამოკითხულთა პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

„ქართულ ოცნება“ – 26%

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 14%

„საქართველოსთვის“ - გიორგი გახარია – 9%

„ლეიბორისტული პარტია“ - შალვა ნათელაშვილი – 3%

„გირჩი – მეტი თავისუფლება“ - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – 2%

„სტრატეგია აღმაშენებელი“ - გიორგი ვაშაძე – 2%

„ლელო“ – მამუკა ხაზარაძე/ბადრი ჯაფარიძე – 2%

„პატრიოტთა ალიანსი“ - დავით თარხან მოურავი/ირმა ინაშვილი – 2%

„მოქალაქეები“ - ალეკო ელისაშვილი – 2%

„ერი“ - ლევან ვასაძე – 1%

„ევროპული საქართველო“ - გიგა ბოკერი – 1%

„ხალხისთვის“ - ანა დოლიძე – 1%

„დროა“ - ელენე ხოშტარია – 1%

„გირჩი“ – 1%

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი - საქართველოს“ (IRI Georgia) ინფორმაციით, კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]