weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

კორონავირუსის 4827 ახალი შემთხვევიდან 2297 თბილისშია, 634 – აჭარაში, 494 – იმერეთში

11:41 სამშაბათი, 03 აგვისტო 2021

კორონავირუსით ინფიცირების 4827 ახალი შემთხვევიდან 2297 თბილისში დადასტურდა, ხოლო საქართველოს რეგიონებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარაშია.

რეგიონების მიხედვით, ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ასეთია: აჭარა – 634, იმერეთი – 494, კახეთი – 323, შიდა ქართლი – 262, ქვემო ქართლი – 253, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 224, მცხეთა-მთიანეთი –156, გურია – 100, სამცხე-ჯავახეთი – 47, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 37.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 33 841 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 25 623 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
  • 6045 ინფიცირებული საავადმყოფოში მკურნალობს. ამ ეტაპზე 1227 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 257 ადამიანი.
  • 2173 ინფიცირებული კლინიკურ-სასტუმროებშია მოთავსებული.

რაც შეეხება ვაქცინაციის მაჩვენებელს, 3 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამურად 523 466 აცრა ჩატარდა, სრულად (ორივე დოზით) ვაქცინირებულია 165 084 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]