weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

რეგულაციების გამკაცრება ჯერჯერობით არ იგეგმება – გაბუნია

12:41 სამშაბათი, 03 აგვისტო 2021

ჯერჯერობით არ იგეგმება იმ რეგულაციების გამკაცრება, რომლებიც მოქმედი და დაწესებულია. მთავარია, აღსრულდეს ის, რაც უკვე მოქმედია“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემენ მკაცრ რეკომენდაციას, რომ დავუბრუნდეთ გარე სივრცეშიც პირბადის გამოყენებას.

გაბუნიას განცხადებით, შეზღუდვების შემოღება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.

„ახლა უკვე შევედით პიკის ფაზაში. ეს არის პიკი, რომელიც შემდეგი ათი დღის განმავლობაში იქნება ამ დონეზე. დაახლოებით 8000 საწოლია სისტემის მაქსიმუმი საწოლფონდის კუთხით, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ კოვიდის მიზნებისთვის. ასევე, ყოველ დღე დაემატება კოვიდ-სასტუმრო, რაც ჩვენთვის არის რესურსი და გასული ტალღების განმავლობაში კოვიდ-სასტუმროების ეფექტური გამოყენებით მოხერხდა მზარდი შემთხვევების მართვა. ამდენად,

დღევანდელი მდგომარეობით, ჯანდაცვის სექტორი ამ სიტუაციას მართავს. რა თქმა უნდა, ტენდენცია როგორი იქნება, ამაზე იქნება დამოკიდებული სხვა შეზღუდვების შემოტანის გადაწყვეტილებებიც. მობილობის შეზღუდვა შესაძლოა ისევ დადგეს დღის წესრიგში, თუ ჰოსპიტალური სექტორის და ჯანდაცის სექტორის შესაძლებლობა იქნება კრიტიკული.

ჯერჯერობით ჯანდაცვის სექტორს აქვს იმის რესურსი, რომ მზარდი შემთხვევები მართოს როგორც ბინაზე, ისე ჰოსპიტალში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 4827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 34 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში ინფიცირების 33 841 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 25 623 ადამიანი სახლში მკურნალობს, 6045 კი – საავადმყოფოში.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4827 ახალი შემთხვევიდან 2297 თბილისში დადასტურდა, ხოლო რეგიონების მიხედვით, ასეთი მონაცემებია: აჭარა – 634, იმერეთი – 494, კახეთი – 323, შიდა ქართლი – 262, ქვემო ქართლი – 253, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 224, მცხეთა-მთიანეთი –156, გურია – 100, სამცხე-ჯავახეთი – 47, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 37.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]