weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

კორონავირუსით გარდაცვლილთა 99.7% აუცრელი იყო – გამყრელიძე

13:04 სამშაბათი, 03 აგვისტო 2021

2021 წელს საქრთველოში კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების 99.7% აუცრელი იყო. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ დღეს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

„გუშინ გაანალიზდა წელს გარდაცვალებულთა რაოდენობა და 99.7%, სამწუხაროდ, აუცრელია. ასევე, გაანალიზდა აცრილ მოსახლეობაში დაინფიცირების მაჩვენებელი – დაახლოებით 0.3% ორჯერ აცრილებში და 0.9% ერთხელ აცრილებში. აქაც, სრულად აცრილებში, დაახლოებით, 15-ჯერადი განსხვავებაა, ანუ აცრა 15-ჯერ უფრო იცავს. 1000 ადამიანში, ვინც აცრილია და დაემართება კოვიდი, შეიძლება, დაიღუპოს 1 ადამიანი. მაშინ, როცა 1000 ადამიანში, რომელსაც დაემართება კოვიდი, დაღუპვის ალბათობა არის 15“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 34 ადამიანი გარდაიცვალა, პანდემიის დაწყების შემდეგ კი – 5910. რაც შეეხება ვაქცინაციის მაჩვენებელს, 3 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამურად 523 466 აცრა ჩატარდა, სრულად (ორივე დოზით) ვაქცინირებულია 165 084 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]