weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ყოველთვის მომხრე ვარ მეტი შეზღუდვის, რადგან ჩვენ შვედები არ ვართ – იმნაძე

13:24 სამშაბათი, 03 აგვისტო 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, წელს კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების სამწუხარო ანტირეკორდი – 4827 ახალი შემთხვევა – დაფიქსირდა. იმნაძის თქმით, თავად მკაცირი შეზღუდვების დაწესების მომხრეა, თუმცა იმისთვის, რომ ეს მოხდეს საზოგადოებაში და უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოში კონსენსუსი უნდა იყოს.

„ჩვენ ყოველთვის მომხრე ვართ მეტი შეზღუდვის, იმიტომ, რომ სამწუხაროდ, შვედები არ ვართ ჩვენ. ვგულისხმობ, რომ არის ხალხი, ვისაც შეზღუდვა პრაქტიკულად არ სჭირდება, რადგან თავად იცავს ამ წესებს. შვედისთვის 2-მეტრიანი დისტანცია კი არა, 3-მეტრიანი დისტანცია ცხოვრების ნორმაა – ავტობუსის გაჩერებაზე რომ დგანან. ჩვენთვის, სამწუხაროდ, ეს ნორმა არ აირს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოველთვის მეტი შეზღუდვის მომხრე ვართ.

თუმცა, დღეს არის კიდევ ერთი გამოსავალი, უკვე დიდი ხანია ეს შესაძლებლობა არის – აცრა, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ადამიანი არ დაიღუპოს. მთავარი ახლა არის ის, რომ არ დაიღუპოს ადამიანი და მეორე კიდევ ის, რომ სამედიცინო სექტორმა შეძლოს, გაუმკლავდეს ამდენ პაციენტს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 4827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 34 პაციენტი კი გარდაიცვალა. ინფიცირების 4827 ახალი შემთხვევიდან 2297 თბილისში დადასტურდა, ხოლო რეგიონების მიხედვით, ასეთი მონაცემებია: აჭარა – 634, იმერეთი – 494, კახეთი – 323, შიდა ქართლი – 262, ქვემო ქართლი – 253, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 224, მცხეთა-მთიანეთი –156, გურია – 100, სამცხე-ჯავახეთი – 47, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 37.

ამ დროისთვის ქვეყანაში ინფიცირების 33 841 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 25 623 ადამიანი სახლში მკურნალობს, 6045 კი – საავადმყოფოში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]