„ჩვენ ყოველთვის მომხრე ვართ მეტი შეზღუდვის, იმიტომ, რომ სამწუხაროდ, შვედები არ ვართ ჩვენ. ვგულისხმობ, რომ არის ხალხი, ვისაც შეზღუდვა პრაქტიკულად არ სჭირდება, რადგან თავად იცავს ამ წესებს. შვედისთვის 2-მეტრიანი დისტანცია კი არა, 3-მეტრიანი დისტანცია ცხოვრების ნორმაა – ავტობუსის გაჩერებაზე რომ დგანან. ჩვენთვის, სამწუხაროდ, ეს ნორმა არ აირს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოველთვის მეტი შეზღუდვის მომხრე ვართ.
თუმცა, დღეს არის კიდევ ერთი გამოსავალი, უკვე დიდი ხანია ეს შესაძლებლობა არის – აცრა, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ადამიანი არ დაიღუპოს. მთავარი ახლა არის ის, რომ არ დაიღუპოს ადამიანი და მეორე კიდევ ის, რომ სამედიცინო სექტორმა შეძლოს, გაუმკლავდეს ამდენ პაციენტს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 4827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 34 პაციენტი კი გარდაიცვალა. ინფიცირების 4827 ახალი შემთხვევიდან 2297 თბილისში დადასტურდა, ხოლო რეგიონების მიხედვით, ასეთი მონაცემებია: აჭარა – 634, იმერეთი – 494, კახეთი – 323, შიდა ქართლი – 262, ქვემო ქართლი – 253, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 224, მცხეთა-მთიანეთი –156, გურია – 100, სამცხე-ჯავახეთი – 47, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 37.
ამ დროისთვის ქვეყანაში ინფიცირების 33 841 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 25 623 ადამიანი სახლში მკურნალობს, 6045 კი – საავადმყოფოში.