weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პატრიარქი ღარიბაშვილსა და წულუკიანს ანჩისხატის ეკლესიისთვის გადაცემას სთხოვს

16:51 სამშაბათი, 03 აგვისტო 2021

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს მიმართავს თხოვნით, რომ ანჩისხატი, რომელიც შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში ინახება, ეკლესიას გადასცენ.

საპატრიარქო აღნიშნავს, რომ დიდი ხანია, ამ საკითხს ხელისუფლების წინაშე აყენებენ.

„მზაობა ყოველთვის იყო, მაგრამ ითხოვდნენ, რომ სიწმინდის დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის სათანადო პირობები შექმნილიყო. ანჩისხატის დაბრუნების საინიციატივო ჯგუფმა (ხელმძღვანელი: ბატონი ზაზა ნანობაშვილი) ამ მხრივ დიდი სამუშაოები ჩაატარა, რის შედეგადაც გერმანული კომპანიის მიერ მაღალი ტექნოლოგიებით დამზადდა და ანჩისხატის ტაძარში დამონტაჟდა ხატის ჩასაბრძანებელი კიოტი, ჩატარდა სხვა სამუშაოებიც.

მოგმართავთ თხოვნით, გაითვალისწინოთ ჩვენი ხალხისათვის ამ უდიდესი სიწმინდის საეკლესიო სივრცეში ყოფნის და მის წინაშე მუდმივი ლოცვის მნიშვნელობა და გადმოსცეთ იგი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ანჩისხატის ტაძარში დასაბრძანებლად

ვიმედოვნებთ, მის დაცვას ერთობლივად უზრუნველვყოფთ, რაც სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთთანამშრომლობის ერთ-ერთ მაგალითად შეიძლება იქცეს“, – ნათქვამია წერილში, რომელზეც ილია მეორის ხელმოწერაა.

საპატრიარქო აღნიშნავს, რომ წელს ანჩისხატის ტაძრის აგებიდან 1500 წლისთავი აღინიშნება და თუ პრემიერი ხატის ეკლესიაში განთავსებაზე ნებართვას გასცემს, ეს იქნება „საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული უდიდესი საჩუქარი“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]