weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ეთნიკურ უმცირესობებში ქართულის სწავლება სკოლამდელი განათლებიდან დაიწყება – ახვლედიანი

18:02 სამშაბათი, 03 აგვისტო 2021

„2030 წლისთვის ქართულ ენაზე წერა-კითხვა და საუბარი ეცოდინება არაქართულენოვანი სკოლის კურსდამთავრებულთა სრულ უმრავლესობას – 99.5%-ს; ზრდასრულ მოსახლეობაში ენა საკომუნიკაციო დონეზე ეცოდინება ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების 81%-ს და ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების – 61%-ს“, – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა.

თეა ახვლედიანმა დღეს 10-წლიანი სტრატეგიის პრეზენტაცია გამართა და თქვა, რომ ინტეგრაციის მიზნების მისაღწევად, პირველი რიგის პრიორიტეტად ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლება განიხილება. მინისტრის განცხადებით, ქართული ენის სწავლება დაიწყება სკოლამდელი განათლების დონეზე.

„ენის სასწავლო კურსები ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მობილური ჯგუფებისა თუ ჰიბრიდული განათლების საშუალებით; ასევე, გაფართოვდება და უფრო მასშტაბური გახდება ენის სწავლება საჯარო ორგანიზაციებში, სამხედრო სამსახურში, რელიგიურ დაწესებულებებში, სასწავლო ცენტრებსა და პენიტენციურ სისტემაში. სიახლე ისიცაა, რომ სახელმწიფო ენის პროგრამებს დაემატება საინტეგრაციო კომპონენტი ბენეფიციარების ასაკის შესაბამისი კონტექსტით“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, განვითარდება საგანმანათლებლო გარემო და სწავლა-სწავლების მიდგომები, რაც განხორციელდება უახლესი სასწავლო სტრატეგიების დანერგვის, არაქართულენოვანი პედაგოგების საუნივერსიტეტო მომზადების და პროფესიული განვითარების, ახალი სახელმძღვანელოების შექმნისა და ორენოვანი განათლების ახალი მოდელის დანერგვის გზით, რომლის პილოტირება უკვე დაწყებულია.

„სკოლამდელი და სასკოლო საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება და სპეციალური საჭიროებების მოსწავლეების მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, არსებითად შეცვლის საგანმანათლებლო გარემოს.

სხვადასხვა კვლევისა და შეფასების სტატისტიკური მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით, ჩვენი ამბიციური ხედვის რეალიზების მიზნით, წარმოდგენილი მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებისა და სტრატეგიის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების შედეგად, კონკრეტულ ვადებში ველოდებით არსებით და ხელშესახებ შედეგებს, რომელთაც ეტაპობრივად მივაღწევთ.

სახელმწიფო ენის ცოდნის დონის გაუმჯობესება თითოეულ მოქალაქეს შეუქმნის საკუთარი შესაძლებლობების სრულფასოვნად რეალიზების ახალ პერსპექტივებს, ამავდროულად, შეამცირებს ეთნოსთაშორისი კომუნიკაციის ბარიერებს, რაც შედეგად სახელმწიფოებრივ თემებთან მიმართებაში საზოგადოების კონსოლიდაციის ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. აღნიშნული პროცესების პარალელურად შენარჩუნებული და მხარდაჭერილი იქნება მშობლიური ენების სწავლება“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]