weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

კორონავირუსის 4233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 38 ადამიანი კი გარდაიცვალა

11:11 ოთხშაბათი, 04 აგვისტო 2021

მეორე დღეა, დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა 4 ათასს აჭარბებს. სამთავრობო პორტალ Stopcov.ge-ის მონაცემებით, ჩატარებული 45 229 ტესტის შედეგად, კორონავირუსი კიდევ 4233 ადამიანს დაუდასტურდა, გუშინ 4827 შემთხვევა იყო.

ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 9.36%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.65%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.35 %.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4233 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1924, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცემებია:

აჭარა 591

იმერეთი 518

კახეთი 270

სამეგრელო-ზემო სვანეთი 222

ქვემო ქართლი 200

შიდა ქართლი 185

გურია 107

სამცხე-ჯავახეთი 97

მცხეთა-მთიანეთი 92

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 27

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 1934 ადამიანი, 38 კი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში ინფიცირების 36 102 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 27 605 ინფიცირებული მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
  • 6200 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე 1240 მძიმე პაციენტია. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 261 პირი;
  • 2297 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

საქართველოში „კოვიდ 19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსი 432 903 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 390 827 გამოჯანმრთელდა, 5948 კი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]