weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2024

თბილისში მაჰათმა განდის ძეგლს სათვალე მოპარეს

11:52 ოთხშაბათი, 04 აგვისტო 2021

მაჰათმა განდის ძეგლს, რომელიც თბილისში, კერძოდ, ვარკეთილის რაიონის ერთ-ერთ სკვერში ერთი თვის წინ დადგეს, სათვალე მოპარეს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„როგორც იცით, 10 ივლისს ვარკეთილში მდებარე სკვერში ინდოეთის სახელმწიფო მოღვაწის, მაჰათმა განდის ძეგლი გაიხსნა და უნდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ ძეგლი უკვე დაზიანებულია, კერძოდ მოხსნილია სათვალე.

ძეგლს მოპარეს სათვალე, არ ვიცი რა უნდა ვთქვა ამაზე. რა თქმა უნდა, არის სხვა ფაქტებიც, არ დავიწყებ მათ ჩამოთვლას, მაგრამ ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. რთულია ამ ყველაფრის შეფასება და კიდევ უფრო რთულია იმის გააზრება, რომ ხშირად ვანდალიზმის ჩამდენი პირები არიან მოზარდები და მათ აგრესიულ ქცევას, ვანდალიზმს უფროსები მშვიდად ადევნებენ თვალყურს. მინდა ყველას ვთხოვო, რომ ამ მიმართულებით მხარში დაგვიდგნენ. ყველაფერი, რაც კეთდება, კეთდება ჩვენი მომავალი თაობებისთვის. ეს ქალაქი ხომ ყველასია?“, – განაცხადა კალაძემ.

ინდოეთის ეროვნულ განმათავისუფლებლის და არაძალადობრივი მოძრაობის ლიდერის, უდიდესი სახელმწიფო მოღვაწის, მაჰათმა განდის ძეგლი თბილისში ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიხსნა და განდის 150 წლის იუბილეს მიეძღვნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]