weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თუშეთის გზაზე ერთი ადამიანი დაიღუპა

23:40 ოთხშაბათი, 04 აგვისტო 2021

თუშეთის გზაზე, ე.წ. ბოთლის წყალთან, დიდი სიმაღლიდან „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი ხევში გადავარდა. დადასტურებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. 

ავტომობილით ბარიდან სოფელ ომალოს მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ვანო ნასყიდაშვილმა „რეგინფოს“ უთხრა, რომ მისი ინფორმაციით, ავტომობილში ორი ადამიანი იმყოფებოდა – ერთი ადგილობრივი, ერთი კი უცხოელი. მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილია ადგილობრივი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მომხდარის შესახებ ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

თუშეთის გზა ერთ-ერთი ყველაზე რთული სატრანსპორტო მონაკვეთია საქართველოში და ავტოსაგზაო შემთხვევები თითქმის ყოველ წელს ხდება. 

აბანოს უღელტეხილზე, ზღვის დონიდან 2950 მეტრზე გამავალი გზა თუშეთთან საავტომობილო კავშირის ერთადერთი შესაძლებლობაა. უღელტეხილზე დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, გზა ოქტომბრის ბოლოს იკეტება და მაისის შუა რიცხვებამდე ვერ ხნსიან. წელს გზა 19 მაისს გაიხნა და მის მოვლა-პატრონობაზე შპს „ენერჯი გრუპია“ პასუხისმგებელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]