„ათზე მეტია „დელტა პლუსი“. თბილისსა და ბათუმში დადასტურებული შემთხვევებიდან თითქმის ყველა „დელტა“ შტამია, ხოლო საქართველოზე თუ გადავიანგარიშებთ, აქტიური შემთხვევებიდან 80% „დელტა“ არის. ერთი მუტაციით განსახვავდება „დელტა პლუსი“ „დელტასგან“, – განაცხადა იმნაძემ.
მისივე თქმით, საქართველო კორონავირუსის გავრცელების პიკშია, რომელიც წინა ტალღებთან შედრებით უფრო დიდხანს გაგრძელდება:
„სადღაც აგვისტოს მეორე ნახევრამდე ვიქნებით ავადობის ასეთ მაღალ ციფრებზე. ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ ამას არ მოჰყვეს მაღალი სიკვდილიანობა, არის დროულად აცრა. ელემენტარული არითმეტიკაა - ათასი ადამიანი რომ ავად ხდება, იქიდან 15-ის გარდაცვალების რისკია“.
მეორე დღეა, დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა 4 ათასს აჭარბებს. დღეს, 4 აგვისტოს კორონავირუსი 4233 ადამიანს დაუდასტურდა, გუშინ კი 4827 შემთხვევა იყო. ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 9.36%-ია.
4233 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1924 თბილისში დადასტურდა, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცემები იყო: აჭარა – 591 ახალი შემთხვევა, იმერეთი – 518, კახეთი – 270, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 222, ქვემო ქართლი – 200, შიდა ქართლი – 185, გურია – 107, სამცხე-ჯავახეთი – 97, მცხეთა-მთიანეთი – 92 და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 27.
4 აგვისტოს მონაცემებით, დღე-ღამეში 38 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსის 36 102 აქტიური შემთხვევაა, აქედან 6200 ინფიცირებული საავადმყოფოში მკურნალობს.
ამ თემაზე:
როგორ დავიცვათ საკუთარი თავი და ბავშვები კორონავირუსისგან – ინტერვიუ ნანა გეგეჭკორთან