weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პაატა იმნაძის ორსული შვილი „ფაიზერით“ აიცრა

13:13 ხუთშაბათი, 05 აგვისტო 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის შვილი, რომელიც ორსულადაა, „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა. ტატა იმნაძის თქმით, დღეისთვის კორონავირუსის ინფექციის პრევენციის ყველაზე კარგი საშუალება აცრაა.

„ამაზე კარგი, სამწუხაროდ, დღეს არაფერი გვაქვს. ამიტომ ყველას ვურჩევ, აიცრან. ეს ორსულებისთვისაც შესაძლებელი გახდა უკვე“, – თქვა ტატა იმნაძემ.

პაატა იმნაძის განცხადებით, ორსული შვილი მისი ოჯახის ერთადერთი წევრი იყო, რომელიც ამ დრომდე არ იყო აცრილი.

„ელოდებოდა იმ ვაქცინას, რომელზეც არის დაშვება, რომ ფეხმძიმეები აიცრან. მოგეხსენებათ, „ფაიზერის“ ვაქცინა დაშვებულია ორსულებისთვის. არავითარი გამოკვლევა, არავითარი მომზადება არ სჭირდება ამ აცრას. ყველაზე კარგი მომზადება და გამოკვლევა არის ის, როდესაც აცრის შემდეგ ადამიანი რჩება ასაცრელ სივრცეში“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დღემდე საქართველოში ჯამურად 564 691 აცრა ჩატარდა. სრულად (ორივე დოზით) ვაქცინირებულია 178 077 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]