weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

24 საათში ქვეყნის მასშტაბით 20 850 აცრა ჩატარდა, აქედან 12 658 „ფაიზერის“ ვაქცინით

14:24 ხუთშაბათი, 05 აგვისტო 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში სულ უფრო და უფრო ინტენსიური ხდება. გუშინ, 4 აგვისტოს, 20 845 ცრა ჩატარდა, რაც, ვაქცინაციის დაწყების შემდეგ, მაქსიმალური მაჩვენებელია.

„აქედან ყველაზე მეტი აცრა იყო „ფაიზერზე“ - 12 658, „ასტრაზენეკაზე“ - 612, „სინოფარმზე“ -6910 და „სინოვაკზე“ - 665“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

გამყრელიძის თქმით, დღეისთვის ვაქცინაციის პროცესში 182 სამედიციო დაწესებულება და 352 ამცრელი ბრიგადაა ჩართული, რაც დღეში 24 320 აცრის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა.

დღემდე საქართველოში ჯამურად 564 691 აცრა ჩატარდა. აქედან ერთჯერადად აცრილია 386 614 ადამიანი, ხოლო სრულად – 178 077. ორჯერადად ვაქცინირებულია სამიზნე მოსახლეობის 10.4%.  

ვაქცინაციის ეროვნული გეგმა წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის (1 691 214 ადამიანი) აცრას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]