weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

გამყრელიძის თქმით, ექიმი, რომელიც პაციენტს ეუბნება, არ აიცრას, ეთიკის კოდექსს არღვევს

15:47 ხუთშაბათი, 05 აგვისტო 2021

„როცა იცი, რომ აცრა შველის ადამიანს ძალიან მაღალი პროცენტით და ამაზე უარს ამბობ, ეს არის ჩვენი, ექიმების ეთიკური კოდექსის და იმ ფიცის დარღვევა, რომელსაც ჰიპოკრატეს ფიცი ჰქვია. ამას ჩემი კოლეგები არ უნდა აკეთებდნენ“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დიექტორმა ჟურნალისტის შეკითხვაზე, არღვევენ, თუ არა ე.წ. გაიდლაინებს ექიმები, რომლებიც მოქალქეებს ეუბნებიან, არ აიცრან და იქნება თუ არა რეაგირება ასეთ შემთხვევებზე.

ამირან გამყრელიძის თქმით, ასეთი „გაიდლაინები“ არ არსებობს, თუცა ყველა ექიმს სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჰიპოკრატეს ფიცი აქვს დადებული.

ყველამ კარგად იცის, რომ აცრა, ვაქცინა და იმუნიზაცია შედის ყველაზე დიდ სამ აღმოჩენას შორის მედიცინაში, რომელმაც იხსნა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და კიდევ დაიცავს მილიონობით ადამიანს.

კარგად ხედავთ, ბრიტანეთში, სადაც 60% აცრილია, შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა, მაგრამ სიკვდილიანობა ჩამოსულია დაბლა. იგივე ხდება ისრაელში, გერმანიაში, ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც 47% უკვე აცრილია ორჯერადად“, – განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ინფორმაქციით, დღეისთვის, საქართველოში სამედიცინო პერსონალის 46% სულ მცირე ერთი დოზით არის აცრილი.

„71 000 ადამიანი გვყავს ბაზაში, რომელშიც არიან ექიმები, ექთნები, სანიტრები (ანუ უმცროსი სამედიცინო პერსონალი) და ასევე, ადმინისტრაციული (არასამედიცინო) პერსონალი, რომლებიც მუშაობენ საავადმყოფოებსა და პოლიკლინიკებში. ჩვენი მიზანია, რომ ამ ადამიანების 60% მოვიცვათ. დღეს დილის მონაცემებით, სამედიცინო პერსონალის 46% არის ერთჯერადად აცრილი. აქედან ყველაზე მეტია ექიმი.

იმ ბაზაში მყოფი ექიმების 64% ერთჯერადად აცრილია, შემდეგ მოდის არასამედიცინო პერსონალი – 45%, ექთნების – 34%-ია აცრილი, ყველაზე ნაკლები გვაქვს 21% უმცროსი სამედიცინო პერსონალი, სანიტრები. აქ მეტი მუშაობაა საჭირო, იმიტომ, რომ სამედიცინო პერსონალი ყველასთვის მაგალითია, ყველა უნდა ვიყოთ აცრილი“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, კორონავირუსის პანდემიის პირობებში კოვიდით სამედიცინო პერსონალის 33% დაავადდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]