weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

კორონავირუსი 3780 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 30 ინფიცირებული

11:17 პარასკევი, 06 აგვისტო 2021

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 41 907 ტესტის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 3780 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9.02%-მდე გაიზარდა, ბოლო 14 დღის მაჩვენებელი 8.05%-ია, ხოლო ბოლო 7 დღის – 8.98%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3780 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1640, ხოლო რეგიონებში ასეთი მონაცემებია:

აჭარა – 628

იმერეთი – 395

კახეთი – 299

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 199

შიდა ქართლი – 172

ქვემო ქართლი – 170

მცხეთა-მთიანეთი –102

სამცხე-ჯავახეთი – 84

გურია – 70

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2052 ადამიანი, 30 კი გარდაიცვალა.

დღეისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 38 806 მიმდინარე, აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 29 965 ინფიცირებული სახლში მკურნალობს;
  • 6369 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე 1285 მძიმე პაციენტია. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 273 ადამიანი;
  • 2472 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, 440 353 ადამიანის დაინფიცირების შემთხვევა დადასტურდა. მათგან 395 505 გამოჯანმრთელდა, 6016 კი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]