weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თბილისში დასუფთავების სამსახურის თანამშრონელთა ნაწილი აქციას მართავს

11:57 პარასკევი, 06 აგვისტო 2021

თბილისში, დასუფთავების სამსახურის თანამშრონელთა ნაწილი სამსახურში არ გავიდა და დილიდან, კომპანია „თბილსერვის ჯგუფის“ ოფისთან საპროტესტო აქციას მართავს. ისინი ხელფასის მომატებას ითხოვენ. აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, სამუშაო საათები გაეზარდათ, ხელფასი კი არა.

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მერიის მიერ დაფუძნებული კომპანიაა და მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანაა.

ორი დღის წინ, 4 აგვისტოს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, დედაქალაქის მასშტაბით საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის ახალი რეჟიმით მოხდება. კერძოდ, „თბილსერვის ჯგუფის“ ნაგავმზიდი ავტომანქანები ნარჩენს 22:00-დან 06:00 საათამდე გაიტანენ.

„არის ქუჩები, რომელიც საჭიროებს ნარჩენების დღის განმავლობაში გატანას. აქაც ისეთი დროა შერჩეული, რომ პიკის საათებს ავცდეთ და ის დისკომფორტი, რაც ამ დროს დედაქალაქში ხდება, მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან. ასეთ ქუჩებში ნარჩენებს 10:30-დან 17:00 საათამდე პერიოდებში გაიტანენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

უცნობია, გამოიწვია თუ არა „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელთა უკმაყოფილება მერის ამ გადაწყვეტილებამ. ჯერჯერობით არც მერიას და არც მის კომპანიას განმარტება არ გაუკეთებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]