weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2024

ბორჯომში მკვლელობისთვის დაკავებული „ერთ დროს“ წალკის მონასტრის ბერი იყო

18:17 შაბათი, 07 აგვისტო 2021

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ადასტურებს, რომ ბორჯომში 37 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული ერთ დროს წალკის მამათა მონასტრის ბერი. დეკანოზის განცხადებით, რამდენიმე წელია, ბერმა ანტონმა (მაისურაძე) მამათა მონასტერი თვითნებურად დატოვა.

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გუშინ ბორჯომში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ბრალდებულია ერთ დროს წალკის მამათა მონასტრის ბერი ანტონი (მაისურაძე). იგი წალკის სოფელ ბერთას მამათა მონასტერში 2008 წლიდან მსახურობდა, თუმცა რამდენიმე წელია თვითნებურად დატოვა მონასტერი და ცხოვრობდა შინ.

ვადასტურებთ, რომ ბერი ანტონი ნამდვილად იყო დაბარებული გამოკითხვაზე. მიმდინარეობს გამოძიება. სავარაუდოდ, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – აცხადებს დეკანოზი ჯაღმაიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1986 წელს დაბადებული ა.მ.. გამოძიებით დადგინდა, რომ 6 აგვისტოს, ბორჯომში, ბრალდებულსა და მის ნაცნობს, 1984 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ ლ.ნ.-ს შორის კონფლიქტი მოხდა, რა დროსაც ლ.ნ.-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, ხოლო ბრალდებულმა მას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

დაჭრილი 37 წლის კაცი ბორჯომში, „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტი დაწესებულებაში სასწრაფო სამედიცინო დახმარებას არ მიუყვანია.

„დილის საათებში პაციენტი შემოსული იყო თვითდინებით. ჰქონდა მრავლობითი, მძიმე ნაკვეთი ჭრილობები კისრისა და მხრის არეში. მალევე გაეწია გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, რეანიმაციული ღონისძიებები. ვინდაიდან ჭრილობები იყო სიცოცხლესთან შეუთავსებელი, პაციენტი გარდაიცვალა“, – განაცხადა სამედიცინო ცენტრის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]