გუშინ, 8 აგვისტოს კორონავირუსის 3344 ახალი შემთხვევა იყო, 7 აგვისტოს კი – 4216. დღეის მონაცემებით, ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 9.54%-ია, ბოლო 14 დღის მაჩვენებელი 8.74%, ხოლო ბოლო 7 დღის მაჩვენებელი 9.75%-ს შეადგენს.
ინფიცირების 2236 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 946 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:
აჭარა – 499
იმერეთი – 177
კახეთი – 165
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 126
ქვემო ქართლი – 100
შიდა ქართლი – 90
მცხეთა-მთიანეთი – 56
გურია – 38
სამცხე-ჯავახეთი – 30
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9
დღე-ღამის განმავლობაში 3146 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დღეს ქვეყანაში ინფიცირების 40 233 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 31 040 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
- 6641 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე 1328 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 ადამიანი;
- 2552 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
საქართველოში, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსი 450 149 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 403 762 უკვე გამოჯანმრთელდა. ვირუსს ჯამში 6128 ადამიანი ემსხვერპლა.