weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გარე სივრცეში 5 და მეტი ადამიანის შეკრებისას პირბადე სავალდებულო იქნება

15:24 ორშაბათი, 09 აგვისტო 2021

მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, 10 აგვისტოდან პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებით რეგულაცია იცვლება. კერძოდ, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ღია სივრცეში ყველგან, სადაც 5 და მეტი ადამიანი იკრიბება. რეგულაციის დარღვევის გამო ჯარიმა კვლავ 20 ლარი იქნება.

საბჭოს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით განცხადება ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ გააკეთა.

„ბოლო პერიოდში სახეზეა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების ტენდენცია. ვითარების ანალიზის საფუძველზე, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს იმსჯელა ცალკეული შემზღუდავი ღონისძიებების დაწესებაზე და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები:

მოგეხსენებათ, პირბადეების ტარება სავალდებულოა დახურულ სივრცეებში და ღია სივრცეში, ხალხმრავალი შეკრების ადგილებზე, გაჩერებებზე, ბაზრობებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში. საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ღია სივრცეში ყველგან, სადაც 5 და მეტი ადამიანი იკრიბება“, – განაცხადა ღიბრაძემ.

მისივე თქმით, აკრძალული რჩება ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში და აღნიშნული რეგულაციების აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება. ძალაში რჩება 00:00-05:00 საათამდე პერიოდში კვების ობიექტების მუშაობის აკრძალვაც.

გარე სივრცეში პირბადის ტარების სავალდებულოობა მთავრობამ 22 ივნისს გააუქმა, 24 ივნისს კი ცნობილი გახდა პრემირ-მინისტრის ინიციატივის შესახებ, რომლიც პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებული და გადაუხდელი ჯარიმების ჩამოწერას ეხებოდა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]