weather cur horoscope tv
იანვარი 19, 2022

თუშეთში, საქართველო–დაღესტნის საზღვართან ცეცხლი ამ დროისთვის ჩამქრალია

11:13 ოთხშაბათი, 30 აგვისტო 2017 hits 2675

თუშეთში, საქართველო-დაღესტნის საზღვართან ახლოს გუშინ გაჩენილი ცეცხლი, ამ დროისთვის ჩამქრალია. როგორც „რეგინფოს“ სოფელ ომალოს მცხოვრებლებმა უთხრეს, ხანძრის ადგილზე კვამლი აღარ შეინიშნება.

ცეცხლი თუშეთში რამდენიმე დღის წინ მინდორში გაჩნდა და ხმელ ბალახს ეკიდა.

„ცეცხლი ალპურ ზონაში გაჩნდა. იქ არავინ ცხოვრობს, არც მწყემსები არიან და არც ტყეა“, – აღნიშნა თუშეთში გამგებლის წარმომადგენელმა ლადო კახოიძემ.

მისივე თქმით, იმავე ადგილზე ცეცხლი ორი დღის წინაც გაჩნდა და ჩააქრეს. მაშინ, სავარაუდოდ ცეცხლის გაჩენა მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]