ცეცხლი თუშეთში რამდენიმე დღის წინ მინდორში გაჩნდა და ხმელ ბალახს ეკიდა.
„ცეცხლი ალპურ ზონაში გაჩნდა. იქ არავინ ცხოვრობს, არც მწყემსები არიან და არც ტყეა“, – აღნიშნა თუშეთში გამგებლის წარმომადგენელმა ლადო კახოიძემ.
მისივე თქმით, იმავე ადგილზე ცეცხლი ორი დღის წინაც გაჩნდა და ჩააქრეს. მაშინ, სავარაუდოდ ცეცხლის გაჩენა მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია.