weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ფაიზერის“ მეორე დოზით აცრა 15 აგვისტოდან დაიწყება

18:25 ორშაბათი, 09 აგვისტო 2021

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინის მეორე დოზით აცრა 15 აგვისტოდან დაიწყება, რეგისტრაციის დაწყებასთან დაკავშირებით კი დამატებითი განცხადება გაკეთდება.

„აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროგრამა. ეტაპობრივად ემატება ამცრელი ბრიგადები როგორც თბილისში, ასევე სხვა რეგიონებში. კარგი იყო ბოლო სამი დღის განმავლობაში მოცვა. საშუალო მაჩვენებელი უკანასკნელი 3-4 დღის მანძილზე 20 ათასი იყო დღის განმავლობაში. ვფიქრობთ, კიდევ უფრო მეტად მოხერხდება ვაქცინაციის პროგრამის გაფართოება. იხსნება კიდევ დიდი სივრცეები და 15 აგვისტოდან დაიწყება მეორე დოზაზე აცრა. ამ კვირაში დაზუსტდება რეგისტრაციის პირობები“, – განცხადა გაბუნიამ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, საუბარია დიდ ჯგუფზე, ანუ დაახლოებით 170 000 ადამიანზე. ამ ჯგუფში ის ადამიანები შედიან, ვინც პირველი აცრა 26 ივლისის შემდეგ ჩაიტარეს.

„აგვისტოს განმავლობაში, სექტემბრის პირველ რიცხვებამდე, მათ ეს მეორე დოზა ექნებათ მისაღები“, – თქვა გამყრელიძემ.

„ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის საჭირო ორი დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.

9 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამურად 641 242 აცრა ჩატარდა. სრულად, ანუ ორივე დოზით ვაქცინირებულია 197 118 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]