weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

ვფიქრობთ ე.წ. აცრის მარათონის ჩატარებაზე – გამყრელიძე

18:54 ორშაბათი, 09 აგვისტო 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, განიხილება „აცრის მარათონის“ ჩატარება, რომელშიც მონაწილეობას ერთდროულად დაახლოებით 40-60 ათასი ადამიანი მიიღებს.

დღევანდელ ბრიფინგზე გამყრელიძემ ვაქცინაციის პროცესზე ისაუბრა და თქვა, რომ აცრების გასაფართოებლად სერიზული მუშაობა მიმდინარეობს.

„იქნება სიახლეები. კერძოდ, იგეგმება რამდენიმე დიდი სივრცის შექმნა განათლების სამინისტროსთან ერთად დიდ უნივერსიტეტებთან მიმართებაში, ოთხ დიდ ქალაქში. ასევე, ამცრელი ბრიგადების დამატება ისე, რომ აგვისტოს ბოლომდე დღეში 30 ათასამდე აცრის ჩატარება შევძლოთ.

ასევე, ვფიქრობთ ე.წ. აცრის მარათონის ჩატარებასთან დაკავშირებით. დაახლოებით, ორდღიანი, შაბათ-კვირიანი მარათონი. შესაძლებელია ამისთვის მოვემზადოთ აგვისტოს ბოლოსთვის და სექტემბრში, როდესაც ერთდროულად დაახლოებით 40, 50, 60 ათასი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

კორონავირუსი შეკავებისთვის ახლა მთავარი იქნება ის ღონისძიებები და იმ შეზღუდვების დაცვა, რაც დღეს კიდევ უფრო გამკაცრდა. მეორე მხარე ეს არის, მაინც, აცრები. თუ ჩვენ მოვახერხებთ, აგვისტოს ბოლოს მილიონ, მილიონ 100 ათას აცრაზე უნდა გავიდეთ ქვეყანაში, სრულად. სექტემბრის ბოლოსთვის ეს უნდა აიწიოს მილიონ 800 ათასი- 2 მილიონამდე“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მასობრივი ვაქცინაციისთვის ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი მარაგია.

„ამასთან, ყოველ შაბათ-კვირას ქვეყანაში შემოდის „ფაიზერის“ დამატებითი დოზები. გუშინწინაც შემოვიდა „ფაიზერის“ 112 ათასი დამატებითი დოზა და ეს იქნება მუდმივ რეჟიმში. ნაყიდი 700 ათასი დოზა უნდა შემოვიდეს 20 სექტემბრამდე, რაც დამატებითი რესურსია. აცრები გახლავთ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელმაც უნდა შეგვაკავებინოს ეს ეპიდსიტუაცია“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან მიმდინარეობს. 9 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში ჯამურად 641 242 აცრა ჩატარდა. სრულად, ანუ ორივე დოზით ვაქცინირებულია 197 118 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]