კორონავირუსის 5697 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 2600, რეგიონებში კი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარაშია, სადაც ვირუსი 678 ადამიანს დაუდასტურდა.
„კოვიდ 19“-ის 649 ახალი შემთხვევაა იმერეთში, 363 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 359 – კახეთში, 289 – შიდა ქართლში, 254 – ქვემო ქართლში, 191 – მცხეთა-მთიანეთში, 170 – გურიაში, 103 – სამცხე-ჯავახეთში, 41 – რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
გუშინ, 9 აგვისტოს, კორონავირუსით გარდაცვალების 44 და ინფიცირების 2236 ახალი შემთხვევა იყო.