weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

სამედიცინო პერსონალის 46% და მასწავლებლების 24-30% აცრილია – გამყრელიძე

11:01 სამშაბათი, 10 აგვისტო 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სამედიცინო პერსონალის 46%-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარებული აქვს, სკოლის მასწავლებლებს შორის კი 24-დან 30%-მდეა აცრილი.

„სამედიცინო პერსონალის (სადაც შედის ექიმი, ექთანი, სანიტარი და სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული ადმინისტრაციული შტატი) 46% არის დღეს აცრილი. აქედან 64% ექიმები, ანუ ჩემი კოლეგები არიან. ამიტომ ექიმებში ეს გათავისებულია. ამ პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტად სამედიცინო პერსონალი დაზიანდა და მინდა, მათ დიდი მადლობა გადავუხადო და სოლიდარობა გამოვუცხადო. ამ პერიოდში ჩემი კოლეგების 33% დაინფიცირდა და სამწუხაროდ, გვაქვს 80-მდე გარდაცვალება.

რაც შეეხება პედაგოგებს, აცრის მაჩვენებელი სკოლის პედაგოგებში გვაქვს დაახლოებით 24-დან 30%-მდე რეგიონების მიხედვით. ეს არ არის ცუდი. ეს აცრის საერთო მაჩვენებელზე ბევრად მეტია, მაგრამ საჭიროა უფრო მეტი.

ორი თვის წინ ჩვენს მიერ გამოცხადებული იყო ინიციატივა, რომ შევქმნათ უსაფრთხო სამედიცინო დაწესებულებები, სკოლები, უნივერსიტეტები, სადაც პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების 80% იქნება აცრილი. ჯერჯერობით რთულია ამაზე საუბარი, მაგრამ ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ეს გავაკეთოთ, რადგან ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფია - 60 ათასამდე სკოლის მასწავლებელია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

გამყრელიძის თქმით, ძალაში რჩება გეგმა, რომლის მიხედვითაც წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60% უნდა იყოს სრულად ვაქცინირებული.

„ყველა პირობაა იმისთვის, რომ აგვისტო-სექტემბერ-ოქტომბერში ჩავატაროთ მილიონ-მილიონი აცრა ყოველთვიურად. სამი მილიონი აცრა არის დაახლოებით მილიონნახევარი ადამიანი. ამით სწრაფად შევაკავებთ ეპიდემიას. ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ თეორიულად შესაძლებელია.

რეალური არის, რომ თვიურად 600-700 ათასი აცრა ჩავატაროთ. ჩემი პროგნოზით, აგვისტოში 600 ათას აცრაზე გავალთ. სექტემბერში ეს 800 ათასამდე უნდა ავწიოთ, ოქტომბერში კიდევ 800-900 ათასი და ეპიდემია შეკავდება ქვეყანაში, ანუ სერიოზული საზოგადოებრივი იმუნიტეტი შეიქმნება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

დღეს, 10 აგვისტოს, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარებული 44 536 ტესტის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 5697 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 54 ინფიცირებული.

კორონავირუსის 5697 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 2600, რეგიონებში კი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარაშია, სადაც ვირუსი 678 ადამიანს დაუდასტურდა. „კოვიდ 19“-ის 649 ახალი შემთხვევაა იმერეთში, 363 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 359 – კახეთში, 289 – შიდა ქართლში, 254 – ქვემო ქართლში, 191 – მცხეთა-მთიანეთში, 170 – გურიაში, 103 – სამცხე-ჯავახეთში, 41  – რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]