მერის წარმომადგენლის თქმით, იმ ადგილზე, სადაც ცხვრის ფარას აძოვებდნენ, მეხი გუშინ, 17:00 საათზე დაეცა.
„საძოვარზე სულ 1500-მდე სული ცხვარი იყო. დღეს დილით დაითვალეს და მკვდარია დაახლოებით 500 სული. აქედან 150 ადგილობრივ ფერმერს ეკუთვნის, ხოლო დანარჩენი კახეთიდან იყო გადმორეკილი და საგარეჯოელი მწყემსები მწყემსავდნენ“, – უთხრა „რეგინფოს“ მასის აღაიანმა.
ნინოწმინდის სათემო რადიო „ნორის“ ინფორმაციით, ყოველწლიურად კახეთიდან სამცხე-ჯავახეთში, საზაფხულო საძოვრებზე 280 ათასამდე სული ცხვარი გადაჰყავთ. საზაფხულო საძოვრები ტამბოვკიდან დაახლოებით 15 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.