weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ეკონომიკის მინისტრის თქმით, მობილობის შეზღუდვა არ განიხილება

18:12 სამშაბათი, 10 აგვისტო 2021

„გუშინ ჩვენ გვქონდა კოვიდ საბჭო, დეტალურად გავნვიხილეთ ყველა შესაძლებლობა და კვლავაც ვჯერდებით იმაზე, რომ დარგების ჩაკეტვა, საზღვრების ჩაკეტვა, ტურიზმის შეჩერება, სარესტორნო-სასტუმრო ბიზნესის გაჩერება ამ ზაფხულის სეზონში გამოიწვევს ძალიან დიდ დარტყმას ოჯახებზე, ვინც ჩაბმულია ამ საქმიანობაში და დაარტყავს ჩვენს ეკონომიკას, რომელმაც ახლახან დაიწყო გამოცოცხლება“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა.

ნათელა თურნავას თქმით, არ განიხილება მობილობის შეზღუდვა, რასაც მთავრობა კორონავირუსის წინა ტალღების დროს აკეთებდა.

„არ განიხილება დარგების ჩაკეტვა, არ განიხილება მობილობის შეზღუდვა. პირიქით. მართალია, ჩვენი ტურისტული ინდუსტრია დღეს მხოლოდ 2019 წლის 1/3-ის დონეზეა აღდგენილი, მაგრამ შარშანდელთან შედარებით, სერიოზული ზრდაა და ეს ჩვენს ეკონომიკაში არის შემონატანი. ხომ ყველას გვიხარია, რომ ლარი გამყარდა? ხომ უდავოა, რომ ეს არის მიღწევა ჩვენი პოლიტიკის და მათ შორის, იმისა, რომ ვალუტა შემოდის – შემოდის ტურისტებთან და მზარდ ექსპორტთან ერთად. ამასაც უნდა გავუფრთხილდეთ და სწორედ ასეც ვიქცევით, დაბალანსებული მიდგომა გვაქვს“, – განაცხადა ნათელა თურნავამ.

მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ეპიდემიოლოგიური ვითარება არ არის მარტივი“, დღეს, გასულ წელთან შედარებით, განსხვავებული მდგომარეობაა.

„მორიგი ტალღა გვიტევს, საკმაოდ არის გაზრდილი ინფიცირების მაჩვენებელი და სამწუხაროდ, ასევე, დღიური გარდაცვალების მაჩვენებელი. თუმცა, თვისობრივად განსხვავებულ ვითარებაში ვიმყოფებით, ვიდრე თუნდაც 2020 წელი იყო, რადგან

დღეს ჩვენ აღარ ვდგევართ იმ დილემის წინაშე, შევწიროთ თუ არა ეკონომიკა და ეკონომიკური განვითარება პანდემიასთან ბრძოლას.

აღარ არის აუცილებელი ერთმანეთს დავუპირისპიროთ ეკონომიკის განვითარება, ადამიანების დასაქმება, სხვადასხვა დარგის ფუნქციონირება და პანდემიასთან ბრძოლა. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ახლა გვაქვს სამ მილიონამდე დოზა ვაქცინა, ანუ სრული შესაძლებლობაა, რომ მაღალი ტემპით განვახორციელოთ ვაქცინაცია. რა თქმა უნდა, ვაქცინაცია არ არის პანაცეა და 100%-იანი გარანტია, რომ ადამიანს არ დაემართება კოვიდი, მაგრამ ეს არის შესაძლებლობა, რომ სიკვდილი მინიმუმამდე შევამციროთ, პრაქტიკულად ეს რისკი გავანულოთ“, – განაცხადა თურნავამ.

დღეს, 10 აგვისტოს, 24 საათის განმავლობაში ჩატარებული 44 536 ტესტის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 5697 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 54 ინფიცირებული. კორონავირუსის 5697 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 2600, რეგიონებში კი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარაშია, სადაც ვირუსი 678 ადამიანს დაუდასტურდა. „კოვიდ 19“-ის 649 ახალი შემთხვევაა იმერეთში, 363 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 359 – კახეთში, 289 – შიდა ქართლში, 254 – ქვემო ქართლში, 191 – მცხეთა-მთიანეთში, 170 – გურიაში, 103 – სამცხე-ჯავახეთში, 41 – რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

ამ ეტაპზე, ქვეყანაში ინფიცირების 43 163 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 6552 ინფიცირებული საავადმყოფოში მკურნალობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]