weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

ქუთაისში კორონავირუსით ორსული გარდაიცვალა

18:48 სამშაბათი, 10 აგვისტო 2021

ქუთაისში, კლინიკა ბომონდში კორონავირუსით გარდაიცვალა 28 წლის ქალი, რომელიც 7 თვის ორსული იყო. კლინიკის რანიმაციული განყოფილების უფროსის, ტარიელ კუხიანიძის განცხადებით, ქალი სამედიცინო დაწესებულებაში 30 ივლისს, ორმხრივი პნევმონიითა და სუნთქვის უკმარისობით შეიყვანეს.

პაციენტი რეანიმაციაში იყო მოთავსებული.

„მიუხედავად დაწყებული მედიკამეტოზური, სიმპტომური და თერეპიული მკურნალობისა, დღეს დილით, სამწუხაროდ, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. კლინიკაში შემოსვლამდე რამდენიმე დღე აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა, ხველა, ტკივილები გულ-მკერდში სუნთქვისას. ჩვენთან შემოსვლის დროს პნევმონია უკვე დიდი ზომის იყო“, – განაცხადა ტარიელ კუხიანიძემ.

დღეს, 10 აგვისტოს, დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 54 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი კიდევ 5697 ადამიანს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე, ქვეყანაში ინფიცირების 43 163 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 6552 ინფიცირებული საავადმყოფოში მკურნალობს.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ორსულების აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით არის შესაძლებელი. ეპიდემიოლოგების განმარტებით, ვაქცინაცია ამცირებს მძიმე ავადობისა და სიკვდილობის რისკებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]