დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5352 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 2363 შემთხვევა, ხოლო რეგიონებში ასეთი მონაცემებია:
აჭარა – 905
იმერეთი – 564
კახეთი – 340
შიდა ქართლი – 285
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 281
ქვემო ქართლი – 262
მცხეთა-მთიანეთი – 134
გურია – 124
სამცხე-ჯავახეთი – 70
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 24
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2635 ადამიანი, 48 კი გარდაიცავალა.
დღეისთვის ქვეყანაში ინფიცირების 45 832 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 36 016 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
- 6578 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე 1322 მძიმე პაციენტია. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 302 პაციენტი;
- 3238 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსი სულ 461 198 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 409 110 გამოჯანმრთელდა, 6230 კი გარდაიცვალა.