„ბათუმობა 2017“-ის ღონისძიებების პროგრამა ასეთია:
2 სექტემბერი
- 12:00 საათი – საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის ყვავილებით შემკობა (დრამატული თეატრის უკან);
- 12:30 საათი – მსვლელობა მემედ აბაშიძის გამზირზე, სასულე ორკესტრის თანხლებით;
- 12:30 - 17:00 საათი – ადგილობრივი მუსიკალური ბენდების კონცერტი ევროპის მოედანზე;
- 12:45 საათი – ბათუმობა 2017-ის საზეიმო გახსნა ღონისძიების თაღთან, ლენტის გაჭრა;
- 13:00 საათიდან – ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა აბაშიძის ქუჩაზე და ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე; ფოტო სტენდები და ბათუმის ინსტალაცია; საზღვაო თემატიკის დეკორაციით მორთული ჯიხურებისგან მოწყობილი გამოფენა-გაყიდვა; ძველი ბათუმის ისტორიის გაცოცხლება, ძველი ბათუმის ფოტოგამოფენა და პერფორმანსი პლატონ გიგინეიშვილის სახლის წინ; თოჯინების თეატრის წარმოდგენები და სხვა.
- 21:00 საათი – ბათუმის ჯაზ ბიგბენდის კონცერტი ევროპის მოედანზე.
3 სექტემბერი
- 13:00-17:00 საათი – საბავშვო სტუდიების კონცერტები ევროპის მოედანზე; ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა აბაშიძის ქუჩაზე და ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე; ფოტო სტენდები და ბათუმის ინსტალაცია; საზღვაო თემატიკის დეკორაციით მორთული ჯიხურებისგან მოწყობილი გამოფენა-გაყიდვა; ძველი ბათუმის ისტორიის გაცოცხლება, ძველი ბათუმის ფოტოგამოფენა და პერფორმანსი პლატონ გიგინეიშვილის სახლის წინ; თოჯინების თეატრის წარმოდგენები და სხვა.
- 21:00 საათი – გალა კონცერტი ევროპის მოედანზე. კონცერტში მონაწილეობენ: ჯგუფი „ურსა“ ნოდიკო ტატიშვილი, დათუნა მგელაძე, თამთა ჭელიძე, ნიკო ბერიძე, ზვიად ბოლქვაძე, სოფო ხალვაში, ჯგუფი „რეზო და ბავშვები“, ბორის შხიანი, ალეკო ბერძენიშვილი, დავით ფორჩხიძე - ერთობლივი პროექტი.