weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აიცრება თუ არა პატრიარქი, არ შეიძლება განმსაზღვრელი იყოს სხვებისთვის – ილია II

17:49 ოთხშაბათი, 11 აგვისტო 2021

საქართველოს საპატრიარქო კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციასთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებას ავრცელებს. ილია მეორე ამბობს, რომ აიცრება თუ არა ის, არ შეიძლება განმსაზღვრელი იყოს სხვებისთვის. მისივე თქმით, აუცრელობის შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს ერთმანეთის განკითხვა.

„კათოლიკოს-პატრიარქის აცრასთან დაკავშირებით პერიოდულად მიზანმიმართულად ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, ამიტომაც მოკლედ შემდეგს ვიტყვი:

აიცრება თუ არა პატრიარქი, ეს განმსაზღვრელი არ შეიძლება იყოს სხვათათვის.

ვაქცინაციასთან მიმართებაში ამა თუ იმ სასულიერო პირის დადებითი თუ უარყოფითი დამოკიდებულებაც მაგალითის მიმცემი ვერ იქნება, რადგან ეს სამედიცინო სფეროს ნაწილია, ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება.

მიგვაჩნია რომ, მოსახლეობაში არსებული კითხვების შესაბამისად, საზოგადოებას სათანადო დარგის სპეციალისტებისაგან უნდა მიეწოდებოდეს ინფორმაცია, რათა ადამიანებს დაეხმარონ პიროვნული არჩევანის გაკეთებაში.

ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფილობითი და აცრის თუ აუცრელობის შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს დაძალება, ან ერთმანეთის განკითხვა-შეურაცხყოფა; ამასთან გასათვალისწინებელია, რომ პანდემიის პირობებში რეგულაციების დაცვა ყველასთვის აუცილებელია.

ამის შესახებ დადგენილება წმინდა სინოდმა ჯერ კიდევ 2021 წლის 11 თებერვლის სხდომაზე მიიღო, სადაც, ასევე, ნათქვამია: „საქართველოს ეკლესია დიდად აფასებს იმ სიკეთეს, რაც ზოგადად, მედიცინას მოაქვს ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა.“

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

11.08.2021“.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გუშინ კი 5697 ახალი შემთხვევა იყო. ბოლო ორ დღეში კორონავირუსით 102 ადამიანი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 45 832 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 6578 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ამ ეტაპზე 1322 მძიმე პაციენტია, მათგან 302 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცმებით, დღემდე ქვეყანაში ჯამურად 688 940 აცრა ჩატარდა. სრულად (ორივე დოზით) ვაქცინირებულია 210 776 ადამიანი.

ჩვენს ქვეყანაში პანდემიის გავრცელების შემდეგ ვირუსს ჯამში 6230 ადამიანი ემსხვერპლა. ეპიდემიოლოგების განმარტებით, ვაქციანაცია ამცირებს დაინფიცირების, ავადობის და სიკვდილობის რისკს და პანდემიის შეჩერების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]