weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პრემიერიც ქართველია... ასეთი სუფრა ჩემთვის მიუღებელი იყო – იმნაძე

19:37 ოთხშაბათი, 11 აგვისტო 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, მისთვის მიუღებელი იყო ის სუფრა, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის პატივსაცემად გაშალეს და რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა.

„პრემიერიც ქართველია და აი, ამ ქვეყნის პრემიერია. ოლიმპიური ჩემპიონი როცა არის და რაღაცა მართლა იქ…მე მესმის ეს ყველაფერი, თუმცა ჩემთვის ეს მიუღებელი იყო, ოლიმპიური ჩემპიონის შეხვედრაზეც ასეთი სუფრა. მაქსიმალურად კი იყვნენ დისტანცირებულები, მაგრამ მაინც ჩემთვის მიუღებელი იყო“, – განაცხადა იმნაძემ.

7 აგვისტოს ირაკლი ღარიბაშვილი დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოში ჩავიდა, სადაც ოლიმპიურ ჩემპიონს თანასოფლელებმა საზეიმო დახვედრა მოუწყეს და სუფრა გაშალეს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ხალხმრავალ სუფრასთან პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, დედოფლისწყაროს მერობის კანდიდატი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოშვილიც ისხდნენ. იქვე იყვნენ სასულიერო პირებიც. 7 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 4216 ახალი შემთხვევა (273 კახეთში) გამოვლინდა, 38 ადამიანი კი გარდაიცვალა.

„მერე რა, რომ ვქეიფობდი, დანაშაულია ქეიფი?“ – ასე უპასუხა ღარიბაშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას. მოგვიანებით მან თქვა, რომ დედოფლისწყაროში მსუბუქი ეპიდვითარებაა და ყველაფერი წინასწარ ჰქონდა გაზომილი და შემოწმებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]